saqarTvelos mwvervalebi - orTayara
ორთაყარა - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მყინვარების წანერის (მდინარე ენგურის აუზი) და ბეზენგის (მდინარე ბაქსანის აუზი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3988 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.